კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან მიმართებით, ტერმინები: „ჩვენ“ „ჩვენი“ „ორგანიზაცია“ გულისხმობს „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმს“, ხოლო ტერმინით „თქვენ“ იგულისხმებით თქვენ, როგორც სერვისის მომხმარებელი პირი, რომელიც რეგისტრირებულია ჩვენს ვებგვერდზე. სერვისის მომხმარებელი შეიძლება იყოს მასწავლებელი და მოსწავლე/არასრულწლოვანი.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლების პირადი გამოყენებისთვის. წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია ამ ინფორმაციის, ასევე ვებგვერდის სტრუქტურის, გამოსახულების ან დიზაინის გავრცელება, გადაცემა, ასლის დამზადება ან/და რეპროდუცირება (მათ შორის, სოციალურ მედიაში) კომერციული მიზნებისთვის.
ვებგვერდზე შესვლით და მისი გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით მოცემულ გამოყენების პირობებს, მაშინ არ გაქვთ უფლება, რომ ისარგებლოთ ამ ვებგვერდით და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მისი მოხმარება.
ამ ვებგვერდის წვდომისა და გამოყენებისას უნდა აკმაყოფილებდეთ ყველა მოქმედ კანონმდებლობას და შესაბამის რეგულაციებს. ეთანხმებით, რომ არ გამოიყენოთ ეს ვებგვერდი ნებისმიერ უკანონო საქმიანობაში.
დაუშვებელია ვებგვერდისა და სისტემის არაავტორიზებული გამოყენება (მათ შორის, არარსებული დასახელებით და კოდით). იქ, სადაც მოითხოვება რეგისტრაცია და პაროლის გამოყენება, თქვენ ვალდებული ხართ, კონფიდენციალურად შეინახოთ და არ დაუშვათ ვებგვერდზე წვდომის შესაძლებლობა თქვენ ნაცვლად სხვა პირის მიერ.
დაუშვებელია ვებგვერდისთვის ტექნიკური, პროგრამული ზიანის მიყენება. ორგანიზაციის ვებგვერდის (მათ შორის, ბლოგის ან ფორუმების) გამოყენებისას დაუშვებელია უკანონო ქმედება, დისკრიმინაციული, ცილისმწამებლური, სიძულვილის ენით საუბარი ან სხვა იმგვარი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება/ტრანსმისია, რაც შესაძლოა არღვევდეს კანონმდებლობას ან/და ზიანს აყენებდეს ორგანიზაციის მიზნებს.
ვებგვერდზე მოსახვედრად გამოყენებული ნებისმიერი პროგრამული მოდულის (სატელეფონო, კომპიუტერული და სხვა) გაუმართაობა თქვენი რისკია.
თუ ვებგვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდა ტექნიკური შეფერხების ან ჩვენგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზით, ორგანიზაცია არ არის პასუხისმგებელი ამ ვითარებასა ან დამდგარ შედეგზე.
ორგანიზაცია უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჩვენი მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება თქვენი წინასწარი თანხმობით, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ჩვენ ვზრუნავთ თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, ორგანიზაცია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების ჩვენთვის მოწოდების დროს.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ აღნიშნულ წესებსა და პირობებს. თუ მათ არ ეთანხმებით ან რამე რჩევა გაქვთ (მათ შორის, ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით), გთხოვთ, ამის თაობაზე შეგვატყობინოთ. თუ გექნებათ კითხვები პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და მათი დამუშავების შესახებ, ან ჩვენს საერთო უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ქვემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 591 03 29 29
ელფოსტა: info@civicscontest.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკას
ვრცლად