ჩვენი ორგანიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია ვებგვერდის ვიზიტორებისა და მომხმარებლების კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად. მოცემული დოკუმენტის მიზანია, რომ იყოთ ინფორმირებულები თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
წინამდებარე ვებგვერდს www.civicscontest.ge მართავს ააიპ "სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“ (საიდენტიფიკაციო კოდი:404447577) იურიდიული მისამართი: ქალაქი თბილისი, მთაწმინდის რაიონი, შიო მღვიმელის ქუჩა. ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან მიმართებით, ტერმინები „ჩვენ“ და „ჩვენი“ „ორგანიზაცია“ გულისხმობს „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმს“, ხოლო ტერმინით „თქვენ“ იგულისხმებით თქვენ, როგორც სერვისის მომხმარებელი პირი, რომელიც რეგისტრირებულია ჩვენს ვებგვერდზე. სერვისის მომხმარებელი შეიძლება იყოს მასწავლებელი და მოსწავლე/არასრულწლოვანი. ტერმინი „სერვისი“ გულისხმობს ვებგვერდს www.civicscontest.ge და მის შესაბამის ქვედომენებს, რომლებსაც იყენებს „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“ და ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ, კომპიუტერულ პროგრამას, მასალებს და/ან სერვისებს, რომლებიც უზრუნველყოფილია „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“-ს მიერ, ან მისი სახელით.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი, არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დამუშავება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის შესაძლებელი. ქვემოთ წარმოდგენილია თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანი კონკრეტულ შემთხვევაში და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები.
ჩვენ მოვითხოვთ თქვენს თანხმობას, ვიდრე გამოვიყენებდეთ თქვენს ინფორმაციას რაიმე ისეთი ფორმით ან მიზნით, რომელიც განსხვავდება კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი პირობებისგან.
ჩვენ მკაცრად განვსაზღვრავთ პერსონალური მონაცემების დამუშავების ფარგლებს რაც გულისხმობს, რომ ჩვენ მიერ ხდება მხოლოდ ისეთი ინფორმაციის შენახვა, რომელსაც გვაწვდით თქვენ, შესაბამისად, თქვენ მიერ რეგისტრაციის დროს მოწოდებული ინფორმაცია, როგორიც არის, სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა და სხვა... ვიყენებთ იმ მიზნისთვის, რისთვისაც მოხდა პერსონალური მონაცემების გაზიარება.
ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ შემდეგი წყაროდან, ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით ან უკვე მოგვაწოდეთ ამა თუ იმ ფორმით. მაგალითად, ჩვენი სერვისი მოითხოვს, რომ გაიაროთ რეგისტრაცია რაც გულისხმობს, რომ რეგისტრაციის დროს, ჩვენ გკითხავთ პირად მონაცემებს, როგორებიცაა: სახელი და გვარი, მისამართი, ელექტონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა. ასევე, ინფორმაციას, რომელსაც ვაგროვებთ სერვისის გამოყენების დროს. ეს ინფორმაცია უმთავრესად დაკავშირებულია ჩვენ მიერ ორგანიზაციის შინაარსიდან გამომდინარე იმ სერვისებისა და პროდუქტების გამოყენების შედეგად, რასაც გთავაზობთ. თქვენი მონაცემები დამუშავება ხდება მხოლოდ ორგანიზაციის მიზნებისთვის.
მომხმარებლის მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს წარმოადგენს მომხმარებლის თანხმობა. თუ მონაცემთა დამუშავებისთვის კანონმდებლობა ითხოვს მომხმარებლის თანხმობის არსებობას, აღნიშნულ თანხმობად ჩაითვლება ნებისმიერი ელექტრონული ან არაელექტრონული ფორმით გაკეთებული მომხმარებლის განაცხადი, რომლითაც მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე პირობებს.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებია ხელი შევუწყოთ წინამდებარე ვებგვერდის სწრაფ, მარტივ და ხარისხიან ხელმისაწვდომობას. ამასთან ერთად დავიცვათ თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები.
ვებგვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება "სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“-ს საავტორო უფლება.
აკრძალულია ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ნებისმიერი ინფორმაციის (მათ შორის, სამეცნიერო ნაშრომი, ჩვენს მიერ შედგენილი ტესტების/კითხვარების, ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულების უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის, სოციალურ მედიაში) ორგანიზაციის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ორგანიზაციის თანხმობა არ არის საჭირო, თუ ინფორმაცია გამოიყენება პირადი მოხმარების, საგანმანათლებლო ან საინფორმაციო მიზნებისთვის.
პერსონალური მონაცემების განახლება, შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ინფორმაცია არ არის სწორი და გსურთ მასში ცვლილებების შეტანა ან წაშლა, ჩვენ ვცდილობთ, რომ უზრუნველვყოთ თქვენთვის მისი სწრაფი განახლების ან წაშლის გზები - გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ჩვენ უნდა შევინახოთ ეს ინფორმაცია ლეგიტიმური ან სამართლებრივი მიზნებისთვის.
შეიძლება მოხდეს ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის გადასინჯვა და ასეთ შემთხვევაში, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელსაც ხედავთ, იქნება ბოლო ვერსია, ხოლო ბოლო ასეთი გადასინჯვის თარიღი მოცემული იქნება კონფიდენციალურობის პოლიტიკის დასაწყისში.
ორგანიზაცია არ აგებს პასუხს ვებგვერდის გამოყენებით გამოწვეულ რაიმე სახის ზიანზე, თუნდაც ტექნიკური შეფერხების, დეფექტის, კომპიუტერული ვირუსის ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ ვებგვერდის გამოყენების პირობებს
ვრცლად