სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლებიდან.
მასწავლებლებისთვის განკუთვნილ ოლიმპიადაში ჩართულობა შესაძლებელია USAID- ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი სკოლების საზოგადოებრივი მეცნიერებების, უცხო ენების, ქართული ენისა და ლიტერატურისა და ისტ-ის პედაგოგებისთვის. ოლიმპიადა ემყარება გუნდურობის პრინციპს და მასში ჩასართავად მსურველმა მასწავლებლებმა უნდა შექმნან გუნდები.
ოლიმპიადა ტარდება წელიწადში ერთხელ მასწავლებლებისა (2023 და 2025 წელს) და მოსწავლეებისთვის (2024 და 2026 წელს), მონაცვლეობით.
როგორც მოსწავლეების, აგრეთვე მასწავლებლების ოლიმპიადა შედგება სამი ეტაპისგან, რომელიც მოიცავს მონაწილეებში სამოქალაქო განათლების როგორც თეორიული ცოდნის შემოწმებას, აგრეთვე მათ მიერ სხვადასხვა ტიპის ინიციატივების განხორციელებას.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა დარეგისტრირდეთ საიტზე www.civicscontest.ge-ზე, დარეგისტრირდეთ მიმდინარე ოლიმპიადაზე და გაწევრიანდეთ გუნდში.
გუნდი უნდა შედგებოდეს 3 წევრისგან, რომელთაგანაც ერთი აუცილებელია წარმოადგენდეს სამოქალაქო განათლების მასწავლებელს. დანარჩენი ორი წევრი კი შესაძლოა, იყოს ისტორიის, გეოგრაფიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენისა ან ისტ-ის პედაგოგი. ამასთანავე, მასწავლებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი გუნდის წევრი.
საიტზე რეგისტრაციისთვის, დააჭირეთ საწყისი გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებულ რეგისტრაციის ღილაკს და მიჰყევით ინსტრუქციებს. შესაბამისი ველების შევსების შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებთ რეგისტრაციის დასასრულებელ ბმულს, რომელზეც უნდა გადახვიდეთ და ამგვარად დაადასტუროთ თქვენი ანგარიშის აქტივაცია. ბმული აქტიურია მიღებიდან 1 საათის განმავლობაში ამიტომ, გთხოვთ, დროულად შეასრულოთ აღნიშნული პროცედურა. გაითვალისწინეთ, რომ წერილი შესაძლოა, მიიღოთ spam საქაღალდეში.
რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე: https://youtu.be/DXLGFDUS4Ek
გაითვალისწინეთ, რომ საიტზე რეგისტრაცია არ ნიშნავს ოლიმპიადაზე რეგისტრაციას. იმისთვის, რომ შეძლოთ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება, აუცილებელია, დარეგისტრირდეთ მიმდინარე ოლიმპიადაზე და გაწევრიანდეთ გუნდში
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს გამოიყენოთ ის მეილი, რომელზე წვდომაც გაქვთ. სასურველია, რომ გამოიყენოთ თქვენი პირადი მეილი (მაგ. gmail ან yahoo) და არა სამსახურეობრივი მეილი (Microsoft Teams-ი), რათა უზრუნველყოთ აქტივაციის კოდის მიღება.
არა, საიტზე რეგისტრაცია არ ნიშნავს ოლიმპიადაზე რეგისტრაციას. ოლიმპიადაზე რეგისტრაციისთვის, აუცილებელია, ავტორიზაციის შემდეგ, ველიდან „ოლიმპიადა“, აირჩიოთ მიმდინარე ოლიმპიადა და გაიაროთ რეგისტრაციის პროცედურა.
ოლიმპიადაზე რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://youtu.be/-aYuAbiXKms
ოლიმპიადაზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია გაიაროთ ავტორიზაცია და შემდეგ ველიდან „ოლიმპიადა“ აირჩიოთ ის ოლიმპიადა, რომელში მონაწილეობაც გსურთ.
ოლიმპიადაზე რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://youtu.be/-aYuAbiXKms
გუნდის შექმნა და კოლეგების მოწვევა შესაძლებელია მხოლოდ ლიდერი, ამ შემთხვევაში, სამოქალაქო განათლების პედაგოგისათვის. იმისთვის, რომ სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა შეძლოს გუნდის წევრების დამატება, აუცილებელია წევრობის მსურველი ყველა მასწავლებელი დარეგისტრირებული იყოს მიმდინარე ოლიმპიადაზე. გუნდის წარმატებით შექმნისთვის, საჭიროა, მოწვევის მიღების შემდეგ, დანარჩენმა წევრებმა პირადი პროფილიდან დაადასტურონ მასში გაწევრიანება.
გუნდის შექმნისა და გაწევრიანების დეტალური ვიდეოინსტრუქცია შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე: https://youtu.be/rxla7bZfGR0
არა. გუნდის წევრები, აუცილებელია, იყვნენ ერთი და იგივე სკოლის პედაგოგები.
არა. სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ისევე როგორც, გუნდის სხვა წევრები, შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი გუნდის წევრი.
იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ რეგისტრაციის დროს მითითებული პაროლის გახსენებას, დააჭირეთ ველს „პაროლის აღდგენა“ და მიჰყევით ინსტრუქციას.