სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა წარმოადგენს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ კონკურსს, რომელსაც ატარებს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი. ოლიმპიადის მიზანია ახალგაზრდებისა და სხვადასხვა საგნის პედაგოგების სამოქალაქო განათლების საკითხებით დაინტერესება და, ამ მხრივ, მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა. ოლიმპიადა ტარდება წელიწადში ერთხელ მასწავლებლებისა (2023 და 2025 წელს) და მოსწავლეებისთვის (2024 და 2026 წელს), მონაცვლეობით.
წაიკითხე მეტი რეგისტრაციაUSAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ტექნოლოგიების დანერგვა სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში.